The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფაცია გალდავა

ფაცია გალდავა
Date of birth:1888
Date of death:16 May, 1916  (at 28 years)
Category:Politician

Biography

სწავლობდა ქუთაისის ეპარქიალურ სასწავლებელში.

იყო 1902 წელს დაარსებული მოწაფეთა კომიტეტის ერთ-ერთი საუკეთესო წევრი; 1902-1904წწ. აქტიურად მონაწილეობდა მოწაფეთა რევოლუციურ მოძრაობაში, თვითგანვითარებასთან ერთად პოლიტიკურ ბრძოლას აწარმოებდა, ავრცელებდა არალეგალურ და პოლიტიკურ ლიტერატურას; 1904 წელს, რუსეთ-იაპონიის ომის დაწყებისას, ომის საწინააღმდეგო მოწაფეთა დემონსტრაციას მეთაურობდა (ეს იყო მთელ რუსეთში მოსწავლე-ახალგაზრდობის პირველი დემონსტარცია). 1905 წელს მონაწილეობდა ჭიათურის მაღაროს მუშათა რევოლუციურ მოძრაობაში, შორაპნის მაზრის რევოლუციურ გამოსვლებში, არალეგალურ სტამბაში რამდენიმე თვე ასოთამწყობად მუშაობდა. ჩამოაყალიბა "მოწყალების დების" ჯგუფი. 1907 წელს ფაცია გალდავამ დიდი დახმარება გაუწია თბილისში, ერევნის მოედანზე მომხადრ ექსპროპრიაციას, იგი ამავე დროს მუშაობდა ეფინჯიანის თამბაქოს ქარხნის მუშა ქალებთან. 1908 წელს სწავლა განაგრძო და მოსკოვის ახლოს, სოფელ შელკოვოში, მაუდის ქარხნის მუშებს შორის რევოლუციურ მუშაობას აწარმოებდა. 1914 წლიდან თბილისში ლექციებს კითხულობდა ქალთა საკითხებზე. რევოლუციონერი, პროპაგანდისტ-აგიტატორი, რევოლუციონერი, ქალთა პირველი დემონსტრაციის ხელმძღვანელი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.482


Share: