The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელენე აბაშიძე

ელენე აბაშიძე
Date of birth:18 March, 1922  (104 years)
Category:Geologist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროლოგიის სპეციალობით 1944 წელს.

1944 წელს განაწილებით მუშაობა დაიწყო სოფ. პერევისის (ჭიათურის რ-ნი) საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად და სასწავლო ნაწილის გამგედ; 1945-1946 წწ. მუშაობდა თბილისის მოზარდთა სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად და პარალელურად სქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მეთოდისტად; 1951-1962 წწ. წყვეტილად მუშაობდა განათლების სისტემაში, სატყეო მეურნეობის სამინისტროში მეთოდისტად, ამავე სამინისტროს მელიორაციულ ექსპედიციაში ჰიდროგეოლოგად, "კავკასნახშირგეოლოგიაში" ჰიდროგეოლოგად, რამაც განაპირობა მისი შემდგომი სპეციალიზაცია; 1952-1956 წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გრუნტის მექანიკის განყოფილებაში, ჰიდროლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის სპეციალობით; 1968-1982 წწ. მუშაობდა ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1989-1995 წწ. კი ეკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოში უფროს მეთოდისტად; მუშობა გააგრძელა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. საკანდიდატო დისერტაციაში  წამოჭრა კარსტის შესწავლის პრობლემები, კერძოდ, მან პირველმა უარყო მეცნიერებაში დამკვიდრებული "ხსნადობის თეორია". სადოქტორო დისერტაციამ აღიარება მოუტანა ავტორს - ამერიკის ბიბლიოგრაფიების საერთაშორისო ინსტიტუტში და მეცნიერ ქალთა ნამუშვრებს შორის "წლის ქალის" წოდება და სიგელი დაიმსახურა. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი. იკვლევდა საქართველოს კარსტულ უბნებში არსებული წყალსაცავების ფილტრაციულ საკითხებს. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გლაუკონიტიანი კირქვების ხსნადობა კარსტის განვითარებასთან კავშირში შაორის კარსტული მხარის მაგალითზე", დაიცვა 1967 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კარბონატულ ქანებში კარსტის წარმოშობის ჰიდროქიმიური და ჰიდრო-დინამიური მექანიზმი", დაიცვა 1998 წელს. 

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.15

Bibliography


Share: