Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე აბდუშელიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1961 წელს. 1960 წლიდან მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტად, შემდეგ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, უფროს მეცნიერ თანამშრომლად და ბოლოს გლაციოლოგიის ლაბორატორიის გამგედ. გამოქვეყნებული აქვს 64 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც მოცემულია ზვავების წარმოქმნის თავისებურებანი, ტერიტორიის ზვავსაშიშროება, ზვავების ვერტიკალური განაწილება და გენეტიკური ტიპები, სხვადასხვა გენეზისის ზვავების წინასწარმეტყველებისა და ზვავსაწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშვების საკითხები, ზვავების რეჟიმი და გავრცელების თავისებურებანი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ამიერკავკასიისა და დაღესტნის ასსრ თოვლის ზვავები და ზოგიერთი ზვავის სახეობის პროგნოზის მეთოდი", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.15-16
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |