The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე აბდუშელიშვილი

კონსტანტინე აბდუშელიშვილი
დაბადების თარიღი:11 მაისი, 1934
გარდაცვ. თარიღი:20 ნოემბერი, 1991  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, გეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1961 წელს. 

1960 წლიდან მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტად, შემდეგ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, უფროს მეცნიერ თანამშრომლად და ბოლოს გლაციოლოგიის ლაბორატორიის გამგედ. გამოქვეყნებული აქვს 64 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც მოცემულია ზვავების წარმოქმნის თავისებურებანი, ტერიტორიის ზვავსაშიშროება, ზვავების ვერტიკალური განაწილება და გენეტიკური ტიპები, სხვადასხვა გენეზისის ზვავების წინასწარმეტყველებისა და ზვავსაწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშვების საკითხები, ზვავების რეჟიმი და გავრცელების თავისებურებანი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ამიერკავკასიისა და დაღესტნის ასსრ თოვლის ზვავები და ზოგიერთი ზვავის სახეობის პროგნოზის მეთოდი", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.15-16


გააზიარე: