შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ დოლმაზაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ტიბაანი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი 1957 წელს. 1957-1958წწ. ელდარის საბჭოთა მეურნეობის ბრიგადირი; 1958-1962წწ. ტიბაანის კოლმეურნეობის ფერმის გამგე, ზოოტექნიკოსი; 1962-1963წწ. სიღნაღის რაიკომის ინსტრუქტორი; 1963-1974წწ. ს. ტიბაანის კოლმეურნეობის თავმჯდომარე; 1974-1984წწ. წნორის მეხორცული მეძროხეობის საცდელი კომპლექსის დირექტორი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის სამეცნიერო კვლევითი სექტორის დირექტორი (1984); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, N13 სიღნაღის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.153 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |