Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო გამყრელიძე-ბუთხუზი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქალთა გიმნაზია. სცენაზე გამოვიდა 1890 წელს, ალ. ნებიერიძის მიერ ახლად დაარსებულ საერო-სახალხო თეატრში დიდებულიძის ფსევდონიმით, ხოლო 1891-1892წწ. სეზონში დიდ სცენაზე გამყრელიძის გვარით. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ფაიხოშ ("სამშობლო"), მაშიკო ("ციმბირელი"), დედა ("ურიელ აკოსტა"), ემილია ("ოტელო"), პორცია ("შევლოხა-შეილოკ"), ოტრადინა ("უდანაშაულოდ დასჯილნი"), მარტა-იულია ("დამნაშავეა"), კორნელია ("გაი გრაკხი"), გუვერნანტი ქალი ("მეორედ გაყმაწვილება"), კნეინა ("ფული და ხარისხი"), ვარვარა ("ბორკილი") და სხვ. გამოდიოდა საქართველოს სხვადსხვა ქალაქის სცენებზე: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში. მონაწილეობდა თბილისის სახალხო სახლში და აუდიტორიებში გამართულ წარმოდგენებში. 1926-1927 წლების თეატრალური სეზონის შემდეგ ნინო გამყრელიძემ კინოში განაგრძო მოღვაწეობა. იგი გადაღებულია ფილმებში: "ორი მონადირე", "ჯანყი გურიაში", "ახალგაზრდობა იმარჯვებს", "ბრმა" და სხვ. მსახიობ ვიქტორ გამყრელიძის მეუღლე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.500
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |