The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სანდალა გაჩეჩილაძე

სანდალა გაჩეჩილაძე
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე გაჩეჩილაძე
სხვა სახელი:სანდალიძე
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1888
გარდაცვ. თარიღი:8 აპრილი, 1938  (49 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის ახალი სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, მსახიობი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წევა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი.

1906-1908წწ. მუშაობდა წიგნის მაღაზიაში, სტამბაში; 1909-1911წწ. იყო ქუთაისის თეატრის მსახიობი და რეჟისორის ასისტენტი; 1914-1915წწ. მუშაობდა სახალხო სახლში; 1915-1917წწ. ალექსანდრე წუწუნავასთან ერთად გამოდიოდა ბათუმის, ოზურგეთის, ქუთაისისა და ბახმაროს თეატრებში, 1917-1918წწ. ალექსანდრე იმედაშვილთან ერთად თბილისისა და ქუთაისის სცენებზე მოღვაწეობდა; 1918 წელს, პირველმა დადგა სპექტაკლი "მორევში"; ქართველ მსახიობთა კავშირის დაარსებისთანავე იყო მისი გამგეობის წევრი, შემდეგ თავმჯდომარე; 1919-1920წწ. შალვა დადიანთან ერთად ასრულებდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ მოვალეობას; 1921-1924წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, 1924-1934წწ. სრულიად საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის ცენტრალურ გამგეობაში იყო კულტურის განყოფილების გამგე, პასუხისმგებელი მდივანი, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ადგილკომის თავმჯდომარე. 1934 წელს იყო საქართველოს თეატრალური მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და სწავლული მდივანი. ქართული თეატრის ისტორიისათვის აგროვებდა მასალებს და წერდა მონოგრაფიებს. თარგმნა შემდეგი პიესები: "ბობოლა", "დოლარები", "ნიშანი ყოფაქცევაში", "პანსიონის ზღუდეთა შორის", "პატარა კოლეტა"(ალექსანდრე იმედაშვილთან ერთად), "პირველი ცხენოსანი", "ქვის მთლელი", "ხიდქვეშ" და სხვ. 1917 წელს ქართველ მსახიობთა კავშირის დაარსებაში დიდი წვლილი შეიტანა. თეატრალური მოღვაწე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.516

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ხელოვნების მუშაკთა კავშირი, წევრი (1919-)
  • ქართველ მსახიობთა კავშირი, გამგეობის წევრი, თავმჯდომარე

გააზიარე: