Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ მთივლიშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით 1999 წელს. 2004-2005წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი რეფორმისა და იურიდიული ტერმინოლოგიის დამდგენი სახელმწიფო კომისიის წევრი (სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტი); 2005-2006წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლშემოქმედებითი საქმიანობის სრულყოფის ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის წევრი (სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტი); 2006-2007წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის საჯარო-სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველოს მრჩეველი; 2007-2010წწ. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოს დაცვის ინსპექციის იურიდიული განყოფილების უფროსი; 2010-2011წწ. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოს დაცვის ინსპექციის იურიდიული სამსახურის უფროსი; 2011-2012წწ. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2012-2013წწ. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის მთავარი მრჩეველი; 2013 წელს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2013-2014წწ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი; 2014-2015წწ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი; 2015-2018წწ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი; 2018 წლიდან სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე. წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდი: nea.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |