The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან თოიძე

დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1929
გარდაცვ. თარიღი:17 ოქტომბერი, 1996  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლიხაური, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1951 წელს.

1952–1955წწ. იყო ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერი თანამშრომელი; 1956–1961წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინიტუტისტის; 1961–1990წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ პარტიის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1996 წლიდან  საქართველოს პარლამენტის საინფორმაციო-კვლევითი და საბიბლიოთეკო ცენტრის ექსპერტთა წევრი; სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. 1972 წლიდან მუშაობდა ქართული საბჭოთა ინსტიტუტის ისტორიის რედაქციაში და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი პირველი ქართული ენციკლოპედიის მომზადებაში. იგი მეცნიერების ახალი დარგის – კონფლიქტოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია საქართველოში; იყო ი. ჭავჭავაძის მკვლელობის გარემოებათა დამდგენი კომისიის მდივანი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი, მთელი რიგი სამთავრობო და საზოგადოებრივი სტრუქტურების ექსპერტ-კონსულტანტი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1979).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.84

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საისტორიო საზოგადოების გამგეობის პრეზიდიუმი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: