Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან ალასანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროლოგიის სპეციალობით. მუშაობა დაიწყო ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტში,შემდეგში ბათუმის უნივერსიტეტში გეოგრაფიის კათედრაზე. აკად. ალ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით დაამუშავა საკვალიფიკაციო ნაშრომი და 1962 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. მისი სადისერტაციო ნაშრომი შედგება ორი ნაწილისაგან - ზოგადი (ანალიზური) და ლანდშაფტური (სინთეზური). ანალიზურ ნაწილში განხილულია აჭარის დასავლეთი ნაწილის (ზღვისპირეთი) მდებარეობა, საზღვრები, ჰავა, შიგა წყლები, მცენარეული საფარი, ნიადაგები და ცხოველთა სამყარო. სინთეზურ ნაწილში მოცემულია ლანდშაფტური დარაიონება. შედგენილია დარაიონების სქემა, გამოყოფილია სანაპირო ვაკე-დაბლობის ზონა სამი ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონით და ერთი ქვერაიონით, ბორცვიან მთისპირა ზონა სამი ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონით, მთა-ტყის ზონა ორი ქვერაიონით, სუბალპური ზონა და ალპური ლანდშაფტების ფრაგმენტები. კითხულობდა ლექციებს აღმოსავლეთ ევროპის გეოგრაფიასა და საქართველოს ფიზიკურ გეოგრაფიაში. არის 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც ძირითადად ეხება ჰავის, მდინარეთა აუზების ჰიდროლოგიურ თავისებურებებს და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1962). მიღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აჭარის დასავლეთი ნაწილის ფიზიკურ-გეოგრაფიული (ლანდშაფტური) დახასიათება", დაიცვა 1962 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.21-22 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |