The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მელორ ალფენიძე

მელორ ალფენიძე
Date of birth:21 May, 1947  (77 years)
Category:Geographer, Scientist, Explorer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ოტობაია, გალის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის კვალიფიკაციით 1969 წელს.

1969-1971წწ. მუშაობდა ქ. სოხუმში სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში; 1971-1978წწ. შავი ზღვის ნაპირების დაცვის რესპუბლიკურ სამმართველოშიინჟინერ-გეოლოგად, ხოლო 1973 წლიდან ნაპირების კვლევის განყოფილების გამგედ; 1971 წლიდან შეთავსებით - სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტის, 1978 წ-დან აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის მასწავლებლი, 1978 წ-დან დოცენტი, 2006 წლიდან თსუ სოხუმის ფილიალის პროფესორი; იკვლევს - ზღვის სანაპირო ზონის მორფოდინამიკას, რეგიონების გეოეკოლოგიურ და გარემოს რეგულირება-მართვის პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 30-მდე მონოგრაფია და სახელმძღვანელო, 10-მდე კრებულები და 100-ზე მეტი სტატია; ჩაატარა რესპულიკური სამეცნიერო-პედაგოგიური კონფერენციები გეოგრაფიის აქტუალურ საკითხებზე, იყო კონფერენციების კრებულებისა და მასალების რედაქტორი; მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში; არის გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საგანმანათლებლო პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო) ხელმძღვანელი.

დისერტაციის თემა - "აფხაზეთის შავიზღვისპირეთის შუა ნაწილის მორფოდინამიკა", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.22; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკის საიტი: elibrary.sou.edu.ge

Member of Organizations

  • აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი, სწავლული მდივანი
  • საქართველოს ალ. ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოება, ნამდვილი წევრი, აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის მდივანი
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი

Awards and Honors

  • 2013 - ღირსების ორდენი
  • 2002 - ღირსების მედალი

Bibliography


Share: