The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კახა თორელი

Date of birth:11??
Date of death:1177
Category:Nobleman

Biography

XII ს. შუა წლების მოღვაწე ქართველი დიდგვაროვანი ფეოდალი, ახალქალაქის (ე. ი. ჯავახეთის) ერისთავთერისთავი. საისტორიო წყაროებში იხსენიება 1152–1977წწ. ამბებთან დაკავშირებით. თორელი მოხსენიებულია საორბისის ეკლესიის (თეძმის ხეობა) 1152 წლის წარწერაში, როგორც ტაძრის მაშენებელი და ამ მხარის მემამულე (ე. ი. თავისი ძირითადი საგვარეულო მამულის თორის გარდა ამ პერიოდში მას უკვე ჰქონია მამული თეძმის ხეობაშიც). თამარის ისტორიკოსის ცნობით, 1163 წელს გიორგი III-ს სომხეთის (შირაქის) ცენტრის – ანისის – გამგებლად დაუნიშნავს. ამ ცნობაში ის იხსენიება როგორც "დიდი და სახელგანთქმული მოლაშქრე"; 1177 წელს თავისი შვილებით დემნა უფლისწულის ამბოხებას მიმხრობია, მაგრამ შემდეგ კვლავ მეფის მხარეს გადასულა. ამის შემდეგ  საისტორიო წყაროებში აღარ იხსენიება.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.92


Share: