Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ თოფურია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი განათლებისკარი (ახლანდ. მაცხოვრისკარი), აბაშის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1952 წელს. მუშაობდა დაღესტანსა და გალის რაიონში სახელმწიფო დაწესებულებებში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე; 1964–1969წწ. იყო უფროსი მეცნიერი თანამშრომელი საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებულ სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1978–1986წწ. საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის კვების მრეწველობის განყილების უფროსი; 1969–1996წწ. პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონიკის კათედრაზე; აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ "ეკონომიკის" რედაქციასთან; 1992 წელს დააარსა სოფელ განათლებისკარის განათლებისა და კულტურული აღორძინების საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ფულადი პრემიით ყოველწლიურად აჯილდოებდა სოფლის საუკეთესო პედაგოგებსა და წარჩინებულ მოსწავლეებს; გარდაცვალების შემდეგ განათლებისკარის სკოლას მიენიჭა მისი სახელი; მისი მეცნიერული კვლევის სფერო იყო საზოგადოებრივი წარმოების ეფექტიანობისა და ინტენსიფიკაციის, საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკისა და მართვის ორგანიზაციის აქტუალური პრობლემები; არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, 3 მონოგრაფიისა და 4 სახელმძღვანელოსი; ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1991). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.99 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |