Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ ასლანიკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობით 1963 წელს. 1963 წელს დაიწყო მუშაობა ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში, ინჟინრის თანამდებობიდან კლიმატოლოგიის განყოფილების გამგემდე. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც მოცემულია ამიერკავკასიის და, კერძოდ, საქართველოს მზის რადიაციის პირობები, ატმოსფეროს გაჭუჭყიანების საკითხები, მეტეოროლოგიური ელემენტებისა და კლიმატური პირობების აღწერა, საქართველოს ტერიტორიის დარაიონება წაყინვების, ციტრუსებისათვის საშიში მოვლენების მიხედვით, თბილისის კლიმატის თავისებურება და სხვ. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მზის რადიაციის საუკუნოვანი სვლა ამიერკავკასიაში", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.26
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |