შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ასლანიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობით 1963 წელს. 1963 წელს დაიწყო მუშაობა ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში, ინჟინრის თანამდებობიდან კლიმატოლოგიის განყოფილების გამგემდე. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც მოცემულია ამიერკავკასიის და, კერძოდ, საქართველოს მზის რადიაციის პირობები, ატმოსფეროს გაჭუჭყიანების საკითხები, მეტეოროლოგიური ელემენტებისა და კლიმატური პირობების აღწერა, საქართველოს ტერიტორიის დარაიონება წაყინვების, ციტრუსებისათვის საშიში მოვლენების მიხედვით, თბილისის კლიმატის თავისებურება და სხვ. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მზის რადიაციის საუკუნოვანი სვლა ამიერკავკასიაში", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.26
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |