შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ გეთია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭაქვინჯი, ზუგდიდის რაიონი. 1904-1905წწ. იყო წითელი რაზმის მეთაური. სამეგრელოს რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სამრევლო სკოლის ყოფილი მასწავლებელი. მუშაობდა ჭაქვინჯის, ჩხორუწყუს, კირცხისა და საჭილაოს სასოფლო საზოგადოებაში. ერთ-ერთმა პირველმა ჩაიტანა საფეიქრო დაზგა და გლეხებს ფეიქრობა შეასწავლა. სამეგრელოს გლეხობაში სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით, სათავეში ედგა გლეხთა მოძრაობას. 1905 წელს, ს. თოლორდავასთან ერთად, 140 შეიარაღებული კაცისაგან წითელი რაზმი შეადგინა, მთავრობის მიერ შეპყრობილი გლეხები გაანთავისუფლა, მღვდლებს შემოსავალი შეუმცირა, სკოლებში ქართული ენის შემოღება მოითხოვა, გადაწვა თავადების მომხრე შეძლებული გლეხების კარ-მიდამო და ზუგდიდის მაზრაში არსებული 35 კანცელარიიდან 11. თავს ესხმოდა მემამულეებს, სტრაჟნიკ-კაზაკებს. "ზუგდიდის რესპუბლიკის" საქმის გამო ვასილ გეთია პასუხისგებაში მიეცა, იჯდა ციხეში. 1905 წლის ბოლოს, ზოგიერთი ცნობით 1906 წელს, პოლიციის მიერ მოსყიდულმა რაზმელმა ვასილ გეთია ღალატით მოკლა. ვასილ გეთიას შესახებ ქუთაისის ყოფილმა გუბერნატორმა სტაროსელსკიმ, საფრანგეთში ფრანგულ ენაზე წიგნი გამოსცა, ხოლო ლეო ქიაჩელმა ვასილ გეთიას პიროვნება "ტარიელ გოლუაში'' დაახასიათა. რევოლუციონერი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.554
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |