შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ ბაიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სიმონიანთხევი, თიანეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1973 წელს. 1973 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის მუშა-ახალგაზრდობის მე-17 საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1976 წელს გადაყვანილ იქნა თბილისის მე-14 საშუალო სკოლაში; 1977 წლიდან მიიწვიეს პიონერთა და მოსწავლეთა (ამჟამად მოსწავლე ახალგაზრდობის) რესპუბლიკურ სასახლეში გეოგრაფია-გეოლოგიის კაბინეტის პედაგოგად; 1984 წლიდან ამავე კაბინეტის გამგეა; პარალელურად აგრძელებდა მუშაობას მე-14 საშუალო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლად 1986 წლამდე; მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკურ სასახლეში გეოგრაფია-გეოლოგიისა და მხარეთმცოდნეობის ხაზით ყოველწლიურად ატარებდა მოსაწვლეთა რესპუბლიკურ შეკრებებსა და კონფერენციებს, ეწეოდა მეთოდურ მუშაობას რესპუბლიკის მასშტაბით, ახდენდა მოსწავლეთა შრომებისა და ბროშურების რედაქტირებას. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მეთოდური ბროშურა: ნორჩ გეოლოგთა და გეოგრაფ-მხარეთმცოდნეთა დასახმარებლად. პირველი კატეგორიის მასწავლებელი (1991). წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.34-35 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |