The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელდარ ბასილაძე

ელდარ ბასილაძე
დაბადების თარიღი:23 ოქტომბერი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭოგნარი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა ქუთისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის ფაკულტეტი გეოგრაფია-ბიოლოგიის სპეციალობით 1971 წელს.

1972 წლიდან მუშაობა დაიწყო ტურიზმისა და ექსკურსიების რესპუბლიკური საბჭოს ქუთაისის საექსკურსიო-სამოგზაურო ბიუროში ექსკურსიამძღოლად. 1975 წლიდან მუშაობს ქუთაისის სახელწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრაზე უფროს მასწავლებლად. ჩაბარებული აქვს საკანდიდატო მინიმუმის საგნები თბილისის სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიურ უნივერსიტეტში, მუშაობს საკვალიფიკაციო ნაშრომზე იმერეთის ბუნებათსარგებლობის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს 17 სამეცნიერო ნაშრომი. უფროსი მასწავლებელი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.37

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: