შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სანდრო გვალია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1933-1934 წწ. მუშაობდა ყაზბეგის მეტეოროლოგიურ სადგურში. 1937 წელს, შოთა რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით, ალპინისტ რამინ კვიციანთან და სხვა ალპინისტებთან ერთად ავიდა კავკასიონის ერთ-ერთი ცენტრალური ქედის დაუპყრობელ, ყინულოვან მწვერვალზე-ბენზეგის კლდეზე, შხარასა და ჯანღას შორის. მწვერვალს ალპინისტებმა "შოთა რუსთაველი" უწოდეს. ალექსანდრე გვალიას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში ალპინიზმისა და სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებაში. ხელმძღვანელობდა პირველ ასვლებს: ბანგურიანზე (1930), მთავარ შხარაზე, ვახუშტის მწვერვალზე (1933), რუსთაველის პიკზე (1937) და სხვ.; 1930-1940 წწ. მოაწყო მასობრივი ალპინიადები და სამთო-სათხილამურო ლაშქრობები კავკასიონის მთებში, სვანეთსა და რაჭაში. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. 1948 წლიდან იყო საკავშირო კატეგორიის მსაჯი. სპორტული კლუბების - "ნაუკა" და "სპარტაკი" წევრი, ალპინისტი. სამთო მოთხილამურე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.573 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |