Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი თუმანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხელთუბანი, გორის მუნიციპალიტეტი. სამხედრო განათლება მიიღო ნიკოლოზის საკავალერიო სკოლაში, დაამთავრა გენერალური შტაბის ნიკოლოზის აკადემია (სანქტ-პეტერბურგი) 1885 წელს. 1896–1900წწ. იყო მე-6 საკავალერიო დივიზიის შტაბის უფროსი; 1900-1901წწ. მეთაურობდა კიევის 27-ე დრაგუნთა პოლკს; 1902 მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება; 1901-1904წწ. ასრულებდა ვარშავის სამხედრო ოლქის სარდლის საგანგებო დავალებათა გენერლის მოვალეობას; 1904-1905წწ. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში; მეთაურობდა ციმბირის კაზაკთა დივიზიის მე-2 ბრიგადას; 1906-1907წწ. იყო მე-2 საკავალერიო კორპუსის შტაბის უფროსი; 1907-1910წწ. ვარშავის სამხედრო ოლქის მორიგე გენერალი; 1910 წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება; 1910 წლიდან მეთაურობდა მე-13 საკავალერიო დივიზიას; მონაწილეობდა I მსოფლიო ომში, თავი გამოიჩინა კრასნიკთან და ვილნოსთან ბრძოლებში; 1916 წლის მარტში დანიშნეს მე-7 საკავალერიო კორპუსის მეთაურად; 1917 წლის რევოლუციის შემდეგ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და ჩაირიცხა კიევის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში; 1918 წელს სამკურნალოდ გაემგზავრა ჩრდოეთ კავკასიაში, სადაც ტყვედ ჩაუვარდა ბოლშევიკებს და სხვა სამხედრო ტყვეებთან ერთად დახვრიტეს; დაჯილდოებულია ოქროს იარაღით, წარწერით "მამაცობისთვის" (1906). რუსეთის იმპერიის არმიის კავალერიის გენერალი (1916). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.119 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |