შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ გვიჩია-პატარაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გულეკარი, აბაშის რაიონი. 1907-1907წწ. სწავლობდა ფოთის ქალთა პროგიმნაზიაში. სცენაზე პირველად გამოვიდა სოფელ ჭალადიდში გამართულ სახალხო წარმოდგენაში (თალიკოს როლი). სასოფლო-სახალხო სცენისმოყვარულთა წარმოდგენებში მონაწილეობდა სრულიად უფასოდ (აბაშა, ზუგდიდი, გალი, სუჯუნა). 1921 წლიდან იყო ზუგდიდის თეატრის (შემდეგ ზუგდიდის სახელმწიფო თეატრი) მსახიობი. ასრულებდა სახასიათო, კომედიურ როლებს. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: დარისპანის ცოლი ("დარისპანის გასაჭირი"), დიასახლისი ("ქრისტინე"), სალიხე ("ვინ არის დამნაშავე?"), ანაიდა ("ბრმა მემუსიკე"), ქალი მანტოთი ("ანზორი") და სხვ. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.594
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |