შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერი ბენაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გრემი, ყვარლის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი მეტეოროლოგიის სპეციალობით 1959 წელს. 1959 წელს განაწილებით მუშაობა დაიწყო საქართვლეოს ჰიდრომეტეოროლოგიის სამმართველოში ინჟინერ-მეტეოროლოგის თანამდებობაზე. 1964-1967წწ. ასპირანტურის კურსი გაირა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის კათედრაზე და დამთავრების შემდეგ იმავე კათედრაზე დაიწყო მუშაობა უფროს მასწავლებლად, ხოლო 1971 წლიდან დოცენტის თანამდებობაზეა. გამოქვეყნებული აქვს 32 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ძირითადად შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ქარების მეტეოროლოგიურ რეჟიმს, მათ თავისებურებებს, განსაკუთრებულ მეტეოროლოგიურ მოვლენებს (გვალვა, სეტყვა და სხვ.). გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1971). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფიონების ეფექტი ჰაერის ტემპერატურაზე დასავლეთ საქართველოში", დაიცვა 1971 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.40
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |