The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ბეჟანიძე

ზურაბ ბეჟანიძე
დაბადების თარიღი:23 ნოემბერი, 1938
გარდაცვ. თარიღი:7 მაისი, 1992  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კახაბერი, ხელვაჩაურის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გეოგრაფია-ბიოლოგიის სპეციალობით 1961 წელს.

1961 წელს მუშაობა დაიწყო შუახევის რაიონის სოფელ ნიგაზეულის საშუალო სკოლაში მასწავლებლად. 1964 წელს მუშაობა დაიწყო ბათუმის პლანეტარიუმში დირექტორად. 1975 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის კათედრაზე ასისტენტად. 1990 წელს დაინიშნა უნივერსიტეტის პრორექტორად ჰუმანიტარული მუშაობის დარგში. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ბუნებათსარგებლობის საკითხებზე. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიული ასპექტები მთიანი აჭარის მაგალითზე", დაიცვა 1991 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.40-41


გააზიარე: