The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ბერაძე

ნიკოლოზ ბერაძე
Date of birth:7 November, 1945  (79 years)
Category:Public official, Scientist, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ატმოსფეროს ფიზიკის სპეციალობით 1969 წელს.

1970 წლიდან მუშობს ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში, ჯერ ინჟინრად, შემდეგ უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, განყოფილების უფროსად, თბილისის ამინდის ბიუროს უფროსად, ჰიდრომეტცენტრის უფროსად, საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის რესპუბლიკური სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ჰიდრომეტეოროლოგიის ცენტრის უფროსად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2000 წლიდან საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ. გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც შეეხება მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიის, სტატისტიკის და გარემოს დაცვის საკითხებს. რამდენჯერმე მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებში. 1994 წლიდან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში, გაეროს კლიმატის ცვლილების სამთვრობათშორისო ექსპერტთა და დსთ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფოთაშორისო კომიტეტებში. კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნალექების ნახევარდღეღამური ჯამის სტატისტიკური სტრუქტურა და მისი გამოყენება ნალექების მოკლევადიანი პროგნოზისათვის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ცივ პერიოდში", დაიცვა 1984 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.41

Member of Organizations

  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი

Share: