The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ თუმანიშვილი

ვასილ თუმანიშვილი
დაბადების თარიღი:27 სექტემბერი, 1857
გარდაცვ. თარიღი:27 იანვარი, 1912  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაადების ადგილი: ქ. თბილისი.

თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, საიდანაც გადავიდა პეტროვო-რაზუმოვსკის სატყეოსამეურნეო აკადემიაში, რომელიც ავადმყოფობის გამო ვერ დაასრულა.

აქტიურად თანამშრომლობდა კავკასიის რუსულენოვან პრესასთან, აქვეყნებდა სხვადასხვა ხასიათის პუბლიცისტურ წერილებს; 1891–1904წწ. თავის ძმებთან ერთად სათავეში ედგა გაზეთ "ნოვოე ობოზრენიეს"; მან დიდი ამაგი დასდო საქართველოში თეატრალური ხელოვნების განვითარებას; იგი გიმნაზიაში სწავლის დროიდანვე მონაწილეობდა წარმოდგენებში, დაუმეგობრდა შემდგომში სახელმოხვეჭილ თეატრალურ მოღვაწეებს: ა. სუმბათაშვილ-იუჟინსა და ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს; რუსეთში ყოფნისას იგი იყო ერთ-ერთი ინიციატორი საქველმოქმედო მიზანდასახულობის ე. წ. "კავკასიური საღამოებისა"; აგრეთვე, "ქართული დრამატული საზოგადოების" დამფუძნებელთაგანი და მმართველობის წევრი. 1886-1988წწ., როგორც რეჟისორი, ხელმძღვანელობდა თბილისის ქართულ თეატრს, თამაშობდა სცენაზე; 1905 წელს აირჩიეს თბილისის დრამატული საზოგადოებების მამასახლისთა საბჭოს თავმჯდომარედ; თეატრალური მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.121


გააზიარე: