The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე თუმანოვი

ოფიციალური სახელი:კონსტანტინე თუმანიშვილი
დაბადების თარიღი:19 მაისი, 1862
გარდაცვ. თარიღი:4 თებერვალი, 1933  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კანი, საფრანგეთი.

დაამთავრა ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი  1883 წელს (სანქტ-პეტერბურგი).

1904-1905წწ. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის და 1914-1918წწ. I მსოფლიო ომებში; 1908 წლიდან მეთაურობდა ლიტვის ულანთა მე-5 პოლკს; 1912 წლიდან  კავკასიის მე-9 საკავალერიო დივიზიის I ბრიგადას, იმავე წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება; 1916 წლიდან ხელმძღვანელობდა ამურისპირეთის I ცხენოსანთა ბრიგადას; 1917 წლის მარტში გადაიყვანეს სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის არმიების მთავარსარდლის გენერალ ა. ბრუსილოვის განკარგულებაში, ამავე წლის აპრილიდან დანიშნეს მე-9 საკავალერიო დივიზიის მეთაურად; 1918 წლიდან ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. მონაწილეობდა სამხედრო მოსამსახურეთა რუსეთის საზოგადოების საქმიანობაში; 1930-1931წწ. თავმჯდომარეობდა ამ საზოგადოების კავკასიის არმიის ოფიცერთა კავშირს. დაჯილდოებულია ოქროს იარაღით წარწერით "მამაცობისთვის" (1906). რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1917).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.123

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1917 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1915 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1915 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი (ხმლემით)
  • 1905 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ხმლებითა და ბაფთით)
  • 1904 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1889 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: