Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლია ბეროშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. დედოფლისწყარო. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობით 1981 წელს. მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ბუნებრივი პროცესების მოდელირების ლაბორატორიაში ჯერ ლაბორანტად, შემდეგ უფროს ლაბორანტად, ინჟინრად, უფროს ინჟინრად, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, მეცნიერ თანამშრომლად, უფროს მეცნიერ თანამშრომლად. აქვს 13 სამეცნიერო ნაშრომი. მონაწილეობს განყოფილების თემატური გეგმების შესრულებაში და კონფერენციებში. მუშაობს გაუდაბნოების პროცესებზე. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ატმოსფეროს გაჭუჭყიანების თავისებურებანი თბილისში", დაიცვა 1999 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.42-43
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |