Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სალომე ბახია-ოქრუაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების სპეციალობით 1965 წელს. 1967 წლიდან - ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1971 წლიდან - ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან- წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლის ნოემბრიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; წლების მანძილზე აქტიურად იყო ჩართული კავკასიისა და საქართველოს სხვადასხვა მხარეების საველე - ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში. არის მრავალი საგრანტო პროექტის, რესპუბლიკური და საერთაშორისო სიმპოზიუმისა და კონფერენციის მონაწილე. მათ შორის, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო პროექტებში. იკვლევს ქართველი და კავკასიელი ხალხების ეთნოლოგიას. არის 80-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის სამი მონოგრაფიის, 10 წიგნის (ავტორთა კოლექტივთან ერთად), სასკოლო სახელმძღვანელოსა და სტატიების ავტორი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. 2009 წლიდან არის პროექტის "აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო" ავტორთა სამეცნიერო სათათბიროს წევრი. მიღებული აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი. კავკასიოლოგი, ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2006). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აფხაზური "აბიფარა" - პატრონიმია", დაიცვა 1983; სადოქტორო დისერტაციის თემა - "აფხაზთა ეთნიკური ისტორიის პრობლემები (ისტორიულ-ეთნოლოგიური გამოკვლევა)", დაიცვა 2006 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.402; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკა: elibrary.sou.edu.ge Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |