The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ციალა ბექურაიძე

ციალა ბექურაიძე
Date of birth:17 April, 1943  (82 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ალვანი, ახმეტის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი კარტოგრაფიის სპეციალობით 1966 წელს.

სწავლის დასრულების შემდეგ დატოვებულ იქნა სამუშაოდ ჰიდროლოგია-მეტეოროლგია და ნიადაგმცოდნეობის კათედრაზე. 1975 წლიდან გადავიდა კარტოგრაფია-გეოდეზიის კათედრაზე. 1975-1979წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში კარტოგრაფიის სპეციალობით. მისი საკვალიფიკაციო თემაა - "მასშტაბი როგორც გნოსეოლოგიური კატეგორია", რომლის შესახებ გამოქვეყნებული აქვს 8 სამეცნიერო ნაშრომი. გარდა ამისა, არის რამდენიმე კოლექტიური ნაშრომის ავტორი. მუშაობს საქართველოს რეგიონების რუკათა სერიის გამოცემაზე. დაიბეჭდა სამეგრელოს, კახეთის, თუშეთის, გორის რაიონის ზოგადგეოგრაფიული რუკები. კითხულობს ლექციებს ტოპოგრაფიაში, რუკების ხაზვასა და გაფორმებაში, კარტოგრაფიულ გრაფიკასა და სხვ. კარტოგრაფი, უფროსი მასწავლებელი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.45


Share: