The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კახაბერ ბილაშვილი

კახაბერ ბილაშვილი
Date of birth:2 January, 1946  (79 years)
Category:Geologist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით 1967 წელს.

1968-1969წწ. მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში ინჟინრის თანამდებობაზე. 1969-1972წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი. 1975-1976წწ. სტაჟირებას გადიოდა აშშ-ში. 1977 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია, ოკეანოლოგიის კათედრაზე. 1993-1996წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ძირითადი მიმართულებაა წყალქვეშა ფერდობის ტრანსფორმაციის საკითხები, წყალქვეშა ტექნოლოგიების განვითარება, ეკოლოგია, "იუნესკოს" პროგრამის "ოკეანოგრაფიული მონაცემების საერთაშორისო გაცვლა" ეროვნული კოორდინატორი საქართველოში. 1997 წელს "სოროსის" გრანტის მფლობელი პროექტისათვის "საქართველოში არსებული ოკეანოგრაფიული მონაცემების საძიებო-საცნობარო სისტემის "ლურჯი წიგნის" შექმნა მისი ინტერნეტში ჩართვის მიზნით"; ნატოს პროგრამა "მეცნიერება მშვიდობისათვის", შავი ზღვის აუზის ოკეანოგრაფიული ეკოლოგიური მონიტორინგისა და მონაცემთა ბაზის შექმნა; ოკეანოგრაფიულ მონაცემთა ცენტრების პანევროპული ქსელის შექმნა და შავი ზღვის აუზის ოპერატიული ოკეანოგრაფიული ქსელის გაუმჯობესება, რომლებშიც არის პროექტის ხელმძღვანელი ან თანახელმძღვანელი; ოკეანოლოგიურ მონაცემთა მენეჯმენტი, აგრეთვე ოკეანოგრაფიულ მონაცემთა მოპოვების დამუშავებისა და შენახვის ეროვნული ბიუროს (ოკბი) ხელმძღვანელი. ტექნიკის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰიდროლოგიის ოკეანოლოგიისა და მეტეოროლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტერიგენული მასალის დინამიკა საზღვაო უბნებზე", დაიცვა 1982 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.46; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

Bibliography

  • ზოგადი ოკეანოლოგია (Co-Author) // ნაწ. 1: ზღვებისა და ოკეანეების ჰიდროლოგია. - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2013. - 212გვ.. - ISBN: 978-9941-13-270-4
  • ზღვის ეკოლოგია : სახელმძღვ. (Co-Author). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2009. - 239გვ.. - ISBN: 978-9941-13-114-1

Share: