The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანტონ გლახოვი (დონ ანტონი)

ანტონ გლახოვი
ოფიციალური სახელი:ანტონ გლახაშვილი
სხვა სახელი:აბატი ანტონი  (სასულიერო სახელი)
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:1880
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ქართველი კათოლიკე, აღმოსავლურ და ევროპული ენების, ქართული მწიგნობრობის კარგი მცოდნე. რომიდან კათოლიკეთა მოძღვრად გამწესებისთანავე, 1845 წელს, ქუთაისში, შემოწირული ფულით ეკლესია და სკოლა ააშენა. მის შესახებ ზაქარია ჭიჭინაძე წერდა: "ანტონ გლახაშვილი სომეხ კათოლიკეთაგან გლახოვათ წოდებული 1850-1870  წლებს სცხოვრობდა ქუთაისში. იგი იყო რომში გაზრდილი და მასთანვე კარგად მცოდნე ქართული ენის, საქართველოს ისტორიის და ქართული მწიგნობრობის. იგივე გახლდათ დაახლოვებული მეგობარი იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძესი. დონ ანტონმა დაუდო საძირკველი ქუთაისში კათოლიკეთ ეკლესიის აღშენების საქმეს, ამისივე თავოსნობით დაარსდა ქართველ კათოლიკეთა სამრევლო სკოლა და "სავარდისის ძმობა" დონ ანტონი გარდაიცვალა 1870 წლებს." (ზოგ წყაროში გარდაცვალების თარიღად მითითებულია 1880 წელი).

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.603


გააზიარე: