The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მანანა ბოკერია

მანანა ბოკერია
Date of birth:2 August, 1939  (85 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროლგიის სპეციალობით 1962 წელს. 

1962 წელს მუშაობა დაიწყო ექსპერიმენტალური დაპროექტების ზონალურ ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1967-1970წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კლიმატოლოგიის განყოფილებაში, საიდანაც გაიგზავნა ლენინგრადში ა. მოევიკოვის სახ. მთავარ გეოფიზიკურ ობსერვატორიაში და ხელმძღვანელობას უწევდა პროფ. ლ. ანაპოლსკაია. 1971 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია, ოკეანოლოგიის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე, სადაც კითხულობს ლექციების სპეცკურს - კლიმატი და სამშნებლო კლიმატოლოგია. არის 59 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ისინი ძირითადად ეხება კლასიკური კლიმატოლოგიის საკითხებს, სამშენებლო კლიმატოლოგიას და დიდი ქალაქების ეკოლოგიას თბილისის მაგალითზე. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1972).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მეტეოროლოგიური პარამეტრების შეფასება სამშენებლო საპროექტო და მშენებლობის მიზნებისათვის კავკასიის მაღლმთიან რაიონში", დაიცვა 1971 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.47-48


Share: