Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნანა ბოლაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით 1989 წელს. 1989 წლიდან მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტად, 1992 წლიდან უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1992-1996წწ. სწავლობდა ასპირანტურაში სპეციალობით ხმელეთის ჰიდროლოგია, წყლის რესურსები და ჰიდროქიმია. არის საქართველოს წარმომადგენელი გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტში. 2013 წელს იყო ამავე კონვენციის მე-2 სამეცნიერო კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი. არის კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებრივი ინსტიტუტის ჟურნალ "ამირანის” სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს წევრი გეოგრაფია-გეოეკოლოგიის განხრით. მისი კვლევები მოიცავს წყალმოვარდნების პროგნოზირების, წყლის რესურსების შეფასებისა და მართვის, ასევე კარსტისა და კარსტული წყლების ფორმირების საკითხებს. მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო გრანტებში, გამოქვეყნებული აქვს სტატიები ქართულ და უცხოურ ჟურნალებში. გეოგრაფიის დოქტორი, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"წყალმოვარდნების პროგნოზირება სახეთა ამოცნობის თეორიის საფუძველზე (საქართველოს მდინარეთა მაგალითზე)", დაიცვა 1999 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.48-49; თსუ მეცნიერება: tsu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |