შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ თუმანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხელთუბანი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ნიკოლოზის კადეტთა კორპუსი 1866 წელს; ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი 1868 წელს. 1868 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში; 1877-1978წწ. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში; 1889-1995წწ. იყო დაღესტნის ოლქის ყაზი-ყუმუხის მხარის უფროსი; მისი შემდგომი მოღვაწეობა დაკავშირებულია რკინიგზის ჟანდარმერიასთან; 1895-1996წწ. იყო სამარის, 1896-1902წწ. ფინეთის რკინიგზის ჟანდარმთა საპოლიციო სამმართველოს უფროსი, 1902-1905წწ. პეტერბურგ-ვინდავის რკინიგზის ჟანდარმთა საპოლიციო სამმართველოს უფროსი; დაჯილდოებულია სხვადასხვა ხარისხის, აგრეთვე უცხოეთის ორდენებით მათ შორის გრიფონის II ხარისხის ორდენით. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1902). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.123-124 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |