Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვიქტორ ბორჩხაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბაღდადი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტის ბუნებისმეტყველება-გეოგრაფიის ფაკულტეტი 1941 წელს; 1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1948 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი. 1948 წელს მუშაობა დაიწყო გეოგრაფიის კათედრაზე. 1954 წელს ა. გერცენის სახელობის ლენინგრადის პედაგოგიურ სახელმწიფო ინსტიტუტში გაიარა ასპირანტურის კურსი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით. საველე და კამერალური მუშაობის შედეგად შეისწავლა მზიმთასა და სოჭის მიდამოების გეოლოგიური და რელიეფური თავისებურებანი, ჰავა, ჰიდროგრაფია, ნიადაგ-მცენარეთა გავრცელების ვერტიკალური სარტყელურობა და ცხოველთა სამყარო. გამოყო გეომორფოლოგიური რაიონები. აღნიშნული გამოკვლევები საფუძვლად დაედო სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებას ადლერის რაიონში. წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს ჩრდილოეთ აზიის ფიზიკურ გეოგრაფიაში, მხარეთმცოდნეობაში და მინერალოგია-პეტროგრაფიაში. 1975-1979წწ. მუშაობდა ბუნებისმეტყველება-გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანად; 1979-1983წწ. ინსტიტუტის პრორექტორად სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის დარგში; 1983-1991წწ. გეოგრაფიის კათედრის გამგედ. იყო ახლად დაარსებული უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის პირველი გამგე. არის 80-მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი, რომელთაგან თითქმის ნახევარი ნაბეჭდია. შრომები ეხება აჭარის მთიანეთის ცალკეული ქედების, მდინარეთა აუზების და ხეობების ფიზიკურ-გეოგრაფიულ დახასიათებას. დაჯილდოებულია 14 საბრძოლო ორდენით და მედლით. აჭარის განათლების დამსახურებული მოღვაწე, გეოგრაფიულ მეციერებათა კანდიდატი, დოცენტი (1965). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდინარეების მზიმთასა და სოჭის აუზის ფიზიკურ-გეოგრაფიუი დახასიათება", დაიცვა 1955 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.50-51 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |