შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლადო ბუაჩიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი კარტოგრაფიის სპეციალობით 1985 წელს. 1984 წლიდან მუშაობდა თბილისის კარტოგრაფიულ ფაბრიკაში მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე. 1997-2000წწ. შეთავსებით მუშაობდა საქართველოს ენციკლოპედიაში წამყვან კარტოგრაფად. ასევე, იმავე წლიდან შეთავსებით მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრაზე, სადაც კითხულობს ლექციებს რუკების შედგენა-გაფორმება, კარტოგრაფიული წარმოების ეკონომიკა, მენეჯმენტი, სტრუქტურა, რუკებისა და ატლასების მომზადება და გამოცემა. მუშაობს საკვალიფიკაციო თემაზე, რომლის ირგვლივ გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერ ნაშრომები. შემუშავებულ და გამოცემული აქვს სკოლების გეოგრაფიისა და ისტორიისათვის სხვადასხვა კლასების კონტურული რუკები, მისი ხელმძღვანელობით და რედაქტორობით გამოცემულია ათეულობით კედლისა და დასაკეცი გეოგრაფიული რუკები. მონაწილეობდა ვახუშტი ბაგრატიონის "საქართველოს ატლასის" და "საქართველოს ისტორიის ატლასის" გამოსაცემად მომზადებასა და გამოცემაში. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა გლობუსები, ასევე V-VII კლასების სასკოლო ატლასები (1996-1997). კარტოგრაფი, სს "კარტოგრაფიას" დირექტორი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.51
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |