Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ბურჯანაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლეღვანი, ხარაგაულის რაიონი. 1928 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საიდანაც იმავე წელს გაიგზავნა მცხეთის ობოლ ბავშვთა სახლში მასწავლებლად. 1930-1932წწ. სწავლა განაგრძო საქართველოს საფინანსო-ეკონომიურ ინსტიტუტში. 1933-1934წწ. სწავლობდა ამიერკავკასიის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში, ხოლო ინსტიტუტის ლიკვიდაციის შემდეგ, 1935 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფ. გ. გეხტმანის ხელმძღვანელობით. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ მუშობა დაიწყო გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური გეოგრაფიის კათედრის ასისტენტად. გარდა ამისა, წლების მანძილზე იმყოფებოდა პარტიული სამუშაოს სხვადასხვა თანამდებობებზე. გამოქვეყნებული აქვს 52 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც მოცემულია საქართველოს სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და ეკონომიკის რიგი საკითხები. ნაშრომების ძირითადი ნაწილი ეძღვნება ირიგაციის საკითხებს. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტირიფონის სარწყავი არხის ეკონომიური მნიშვნელობის საკითხისათვის, დაიცვა 1947 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ირიგაცია საქართველოში (1921-1961წწ.)". წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.52 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |