The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ტუმანოვი

ნიკოლოზ ტუმანოვი
Legal name:ნიკოლოზ თუმანიშვილი
Date of birth:24 October, 1844
Date of death:1917  (at 72 years)
Burial location:სანქტ-პეტერბურგი
Category:Nobleman, Engineer, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხელთუბანი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა პირველი კადეტთა კორპუსი; პავლეს სამხედრო სასწავლებელი და გენერალური შტაბის ნიკოლოზის საინჟინრო აკადემია (I თანრიგით) 1864.

1863 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში; 1880-1982წწ. იყო ქუთაისის საინჟინრო დისტანციის უფროსი; 1882-1997წწ. ყარსის ციხესიმაგრის საინჟინრო სამმართველოს უფროსი; 1892 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება; 1897-1999წწ. იყო იმიერკასპიისპირეთის ოლქის საინჟინრო ნაწილის უფროსი; 1899 წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება; 1903 წიდან მეთაურობდა 38-ე ქვეით დივიზიას; 1904-1905წწ. მანჯურიის პირველი არმიის ინჟინერთა ინსპექტორის თანამდებობაზე მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში; 1905 წლიდან იყო ვარშავის სამხედრო ოლქის საინჟინრო ნაწილის უფროსი; 1906 წლიდან ბრესტ-ლიტოვსკის ციხესიმაგრის კომენდანტი; 1910 წელს დანიშნეს სამხედრო საბჭოს წევრად, სადაც 1912-1914წწ. თავმჯდომარეობდა რუსეთ-იაპონიის ომთან დაკავშირებული ანგარიშებისა და საქმეების შემსწავლელ დროებით კომისიას. 1914-1918წწ. I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დანიშნეს დვინის სამხედრო ოლქის უფროსად, 1915-1916წწ. პეტროგრადის სამხედრო ოლქის უფროსად, 1916-1917წწ. დასავლეთი ფრონტის არმიების მომარაგების უფროსი. მიღებული აქვს ბუხარის ოქროს ვარსკვლავის I ხარისხის ორდენი (1898), "ლომი და მზის" I ხარისხის ორდენი (1899, სპარსეთი) რუსეთის იმპერიის არმიის ინჟინერ-გენერალი (1907).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.124-125

Awards and Honors

  • 1915 - წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი (ბრილიანტის ნიშნებით)
  • 1906 - წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1906 - თეთრი არწივის ორდენი
  • 1904 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1898 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1895 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1888 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1885 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1878 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ხმლებითა და ბაბთით)
  • 1874 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1869 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
  • წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი

Share: