Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ გაბაიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხიხაძირი, ხულოს რაიონი. დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გეოგრაფიის სპეციალობით. 1970 წლიდან მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. არმიიდან დემობილიზაციის შემდეგ მუშაობას იწყებს სოფ. ფუშრუკაულის (ხულოს რ-ნი) არასრულ საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად. 1978 წლიდან მუშაობს ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (ახლანდ. უნივერსიტეტში) გეოგრაფიის კათედრის ლაბორანტად; 1980 წლიდან კათედრის მასწავლებლად; 1992-1993წწ. ასრულებდა გეოგრაფიის კათედრის გამგის მოვალეობას; 1982-1986წწ. იყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის განყოფილების მაძიებელი პროფ. რ. კვერენჩხილაძის ხელმძღვანელობით. მუშაობდა თემაზე - "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა". გამოქვეყნებული აქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში. კითხულობს ლექციებს ტოპოგრაფია-კარტოგრაფიაში, საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ გეოგრაფიაში და სხვ. უფროსი მასწავლებელი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.52
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |