Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
გიორგი სოსიაშვილი
| Date of birth: | 22 June, 1977 (48 years) |
| Category: | Historian, Scientist, Writer, Educator, Politician |
Biography
დაბადების ადგილი: სოფელი დიცი, გორის რაიონი.
დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1999 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, საქართველოს ისტორიის სპეციალობა 2003 წელს.
2001-2002წწ. იყო ცხინვალის სახელმწიფო ინივერსიტეტის ისტორიის კათედრის მასწავლებელი; 2002-2006წწ. ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი; 2006-2007წწ. ცხინვალის სახელმწიფო ინივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2006-2010წწ. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი; 2007-2012წწ. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2012 წლიდან გორის სახელწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2010-2014წწ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი; 2010-2023წწ. სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 2016 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2018 წლიდან საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ექსპერტი; 2021-2023წწ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი; 17.10.2023 - 25.11.2024წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №15 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. სამეცნიერო ინტერესების სფერო: შიდა ქართლის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, რუსეთის კოლონიალური პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში, შიდა ქართლის სათავადოები, ქართულ-ოსური ურთიერთობები, ევროპელი მოგზაურები საქართველოს შესახებ; არის 190 სამეცნიერო ნაშრომის, 28 მონოგრაფიის, 41 პროზაული კრებულის ავტორი. გიორგი სოსიაშვილის პირველი პროზაული კრებული "ძმათა მახვილი" 1996 წელს გამოქვეყნდა; მისი სამეცნიერო პუბლიკაციები დაბეჭდილია ინგლისურ, რუსულ, თურქულ, სომხურ ენებზე; 2019 წლიდან არის ჟურნალ "ცისკარი"-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2019 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი; 2019 წლიდან - თურქეთის რესპუბლიკაში გამომავალი, იმპაქთფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალის "KARADENİZ" (AN INTERNATIONAL QUARTERLY JOURNAL OF SOCIAL SCIENCES, BLACK SEA) სარედაქციო კოლეგიის მუდმივი წევრი საქართველოდან (ISSN: 1308-6200); თურქეთის რესპუბლიკის საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალის Black Sea Journal of Public and Social Science (ISSN: 2618-6640) სარედაქციო კოლეგიის წევრი (2019). ჯილდოები: 2008 წელს გამოეცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მადლობა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ გამოჩენილი აგრესიის და ქვეყნის ტერიტორიის ნაწილობრივი ოკუპაციის შედეგად გორის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ საქართველოს მოქალაქეთა დროებით თავშესაფრის ადგილებში განსახლებისა და მათი პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისათვის (28.11.2008წ. ბრძ. №1049); გორი-ატენის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე ანდრიას სიგელი, გორი-ატენის ეპარქიის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის (2016); რევაზ ინანიშვილის სახელობის "ერთი მოთხრობის" კონკურსის გამარჯვებული; რეჯეპ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის მადლობის სიგელი ქართულ-თურქულ კულტურულ ურთიერთობაში აქტიური მონაწილეობისათვის (2019); უკრაინის მეცნიერებათა აკდემიის საპატიო სიგელი საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის ინოვაციური სტრატეგიების განვითარების ხელშეწყობისა და საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის (2019). ისტორიის დოქტორი.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართლის სათავადოების ისტორიიდან (სამაჩაბლო)", დაიცვა 2005 წელს.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს ეროვნული აკადემია: science.org.ge
Member of Organizations
- დედაენის საერთაშორისო სამეცნიერო ფონდი, წევრი (2015-)
- კავკასიის უნივერსიტეტთა ასოციაციის სამეცნიერო საბჭო, წევრი (2015-)
- საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკედემია, ვიცე-პრეზიდენტი (2020-)
- საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2023-2024)
- საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2023-2024)
- საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი , წევრი (2024-2024)
- საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, წევრი (2023-2024)
- საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2023-2024)
- საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2024-)
- საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2024-)
- საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2025-)
- საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის კულტურის კომიტეტი, წევრი (2024-)
- საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2024-)
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2024-)
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2013-)
- საქართველოს საპატრიარქოს მიერ შექმნილი ქართული სოფლების შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრი, წევრი (2018-)
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, დამოუკიდებელი ექსპერტი (2018-)
Awards and Honors
- 2024 - ლიტერატურული პრემია "სხვიტორი"
- 2023 - საქართველოს ეროვნული პრემია
- 2023 - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი (იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით)
ისტორიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის
- 2022 - ლიტერატურული პრემია "მუზა"
- 2021 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო კრებული
- 2019 - გორის საპატიო მოქალაქე
- 2018 - ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემია (საქართველოს მწერალთა კავშირი)
- 2015 - პავლე ინგოროყვას სახელობის პრემია ("ქართული ფენომენის აკადემია")
- გიორგი ერისთავის სახელობის პრემია (საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის ორგანიზაცია)
Bibliography
- გენერალ ილია მაქარაშვილის წერილები და ჩანაწერები = Letters and Notes of General Ilia Makarashvili : მონოგრაფია (Author). - თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახ. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, 2025. - 442გვ.. - ISBN: 9789941994241
- მგლების ჭიშკარი : მოთხრობა (Author). - თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახ. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, 2025. - 152გვ.. - ISBN: 9789941994241
- წისქვილი : მოთხრობები (Author). - თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახ. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, 2025. - 180გვ.. - ISBN: 9789941994241
- რჩეული მოთხრობები (Author). - თბილისი, მერიდიანი, 2025. - 400გვ.. - ISBN: 9789941346934
- ქსნის ხეობის ისტორია (Author). - თბილისი, 2024
- შეპყრობილი : მოთხრობები (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2023. - 202გვ.. - ISBN: 9789941336492
- ზღვა და ალუბლები : 4 მოთხრობა (Author). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2022. - 140გვ.. - ISBN: 9789941309656
- იაილები : მოთხრობები (Author). - გორი, გორის უნივერსიტეტის გამომცემლობა : გიორგი მახარობლიძის ლიტერატურული კაფე, 2022. - 300გვ.. - ISBN: 9789941847325
- სისხლის სათავე : ესეები, რეცენზიები, წერილები (Author). - გორი, გორის უნივერსიტეტის გამომცემლობა : გიორგი მახარობლიძის ლიტერატურული კაფე, 2022. - 156გვ.. - ISBN: 9789941842184
- იაილები : მოთხრობები (Author). - თბილისი, გორის სახელმწ. უნივერსიტეტის გამომცემლობა : გიორგი მახარობლიძის ლიტერატურული კაფე, 2022. - 300გვ.. - ISBN: 9789941847325
- პატარა ლიახვის ხეობის ისტორია (Author). - თბილისი, 2022
- არბო, პარიზი, ლიმა = Arbo, Paris, Lima : არბოს ისტორიიდან : ჟურულების და მაქარაშვილების ოჯახური მეხსიერება (Author). - თბილისი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2022. - 656გვ.. - ISBN: 9789941977787
- სამაჩაბლოს ისტორია = History of Samachablo : შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიის ისტორიული რეპრეზენტაცია (დიდი ლიახვის ხეობა) (Author). - თბილისი, 2021. - 664გვ.. - ISBN: 9789941832260
- ჩრდილების თეატრი : მოთხრობები (Author). - გორი, გორის უნივერსიტეტის გამომცემლობა : გიორგი მახარობლიძის ლიტერატურული კაფე, 2021. - 262გვ.. - ISBN: 9789941833106
- The Red Desert (Author). - 2020
- ოთხი მოთხრობა (Author). - გორი, გორის უნივერსიტეტის გამომცემლობა : გიორგი მახარობლიძის ლიტერატურული კაფე, 2020. - 174გვ.. - ISBN: 9789941823824
- Stories about War and Love : Published in English Language (Author). - 2020
- გოდების კედელი : რომანი 2 წიგნად (Author) // წიგნი 1. - თბილისი, უნივერსალი, 2019. - 450გვ.. - ISBN: 9789941265792
- ლოლიტას თუთიყუში (Author). - 2019
- გოდების კედელი : რომანი 2 წიგნად (Author) // წიგნი 2. - თბილისი, უნივერსალი, 2019. - 416გვ.. - ISBN: 9789941265808
- გამცოცხლებელი : მოთხრობები (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2018. - 160გვ.. - ISBN: 9789941263101
- მესაფლავენი : ოსურ ენაზე (Author). - 2018
- გამცოცხლებელი : მოთხრობები (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2018. - 160გვ.. - ISBN: 9789941263101
- Yalnizlarin Kisi (Author). - 2017
- მესაფლავენი : მოთხრობა ომზე და ადამიანურ ურთიერთობებზე (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2017. - 60გვ.. - ISBN: 9789941261015
- მესაფლავენი : მოთხრობა ომზე და ადამიანურ ურთიერთობებზე (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2017. - 60გვ.. - ISBN: 9789941261015
- დიცის წარწერები = Ditsi inscriptions = Надписи Дици (Author). - თბილისი , უნივერსალი, 2017. - 314გვ.. - ISBN: 978-9941-22-934-3
- ნათლის გვირაბი : მოთხრობები (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2017. - 314გვ.. - ISBN: 9789941261008
- ევროპელი და ამერიკელი მოგზაურები საქართველოს შესახებ XIX-XX ს.ს. (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2017. - 226გვ.. - ISBN: 9789941260377
- ნათლის გვირაბი : მოთხრობები (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2017. - 314გვ.. - ISBN: 9789941261008
- Gruzinskie Opowiesci spod zasiekow (Author). - 2016
- თეთრი ქალაქი (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2016. - 210გვ.. - ISBN: 9789941229169
- გამორთული მთვარე : მოთხრობები (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2016. - 292გვ.. - ISBN: 9789941228209
- წითელი უდაბნო : მოთხრობები და პიესა (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2016. - 215გვ.. - ISBN: 9789941229206
- მავთულხლართი : მოთხრობები (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2015. - 272გვ.. - ISBN: 9789941226717
- ვერცხლის ყვავილები : ფერეიდნული ნოველები (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2015. - 180გვ.. - ISBN: 9789941226601
- ვერცხლის ყვავილები : ფერეიდნული ნოველები (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2015. - 180გვ.. - ISBN: 9789941226601
- რობერტ კერ პორტერი და მისი ცნობები საქართველოს შესახებ (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2015. - 170გვ.. - ISBN: 978-9941-22-658-8
- მართლმადიდებელი ეკლესია და რელიგიური უმცირესობანი შიდა ქართლში XX საუკუნის I მეოთხედში (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2014. - 150გვ.. - ISBN: 978-9941-22-431-7
- დროის საზომთა გარეშე : წერილები, ნარკვევები, პორტრეტები, შთაბეჭდილებები (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2014. - 228გვ.. - ISBN: 9789941224300
- ნატყვიარი : მოთხრობები (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2013. - 186გვ.. - ISBN: 9789941220852
- შიდა ქართლის ისტორიის საკითხები (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2013. - 244გვ.. - ISBN: 978-9941-22-087-6
- მზის გადაღმა : მოთხრობები (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2012. - 206გვ.. - ISBN: 9789941177538
- ნარკვევები ლიახვის ხეობის ისტორიიდან (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2011. - 187გვ.. - ISBN: 978-9941-17-424-7
- ჩვიდმეტნი : მოთხრობები (Author). - 2011
- გერმანელი მოგზაურები ოსების შესახებ (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2007. - 120გვ.. - ISBN: 9789941120299
- სამაჩაბლოს ისტორია (XV-XIX სს.) (Author). - თბილისი, 2005. - 199გვ.. - ISBN: 99940-0-812-9
- შეგებება : ჩანაწერები (Author). - თბილისი, უნივერსალი. - 105გვ.. - ISBN: 9789941226632
|