The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი სოსიაშვილი

გიორგი სოსიაშვილი
დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1977  (47 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, მწერალი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიცი, გორის რაიონი.

დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია- ფილოლოგიის ფაკულტეტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, საქართველოს ისტორიის სპეციალობა.

ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; იკვლევს ქართული ფეოდალური გვარების, სათავადოების, საქართველოს ახალი ისტორიის პრობლემებს, ქართული კულტურის, სამაჩაბლოსა და შიდა ქართლის ხეობების ისტორიას და სხვა; არის 120-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 18 მონოგრაფიის ავტორი. გიორგი სოსიაშვილის პირველი პროზაული კრებული "ძმათა მახვილი" 1996 წელს გამოქვეყნდა; მისი სამეცნიერო პუბლიკაციები დაბეჭდილია ინგლისურ, რუსულ, თურქულ, სომხურ ენებზე; 2019 წლიდან არის ჟურნალ "ცისკარი"-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2019 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი; 2019 წლიდან - თურქეთის რესპუბლიკაში გამომავალი, იმპაქთფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალის "KARADENİZ" (AN INTERNATIONAL QUARTERLY JOURNAL OF SOCIAL SCIENCES, BLACK SEA) სარედაქციო კოლეგიის მუდმივი წევრი საქართველოდან (ISSN: 1308-6200 WEB: www.dergikaradeniz.com; dergipark.gov.tr/kdeniz); თურქეთის რესპუბლიკის საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალის Black Sea Journal of Public and Social Science (ISSN: 2618-6640) სარედაქციო კოლეგიის წევრი (2019). ჯილდოები: მადლობის გამოცხადება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ გამოჩენილი აგრესიის და ქვეყნის ტერიტორიის ნაწილობრივი ოკუპაციის შედეგად გორის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ საქართველოს მოქალაქეთა დროებით თავშესაფრის ადგილებში განსახლებისა და მათი პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისათვის (28.11.2008წ. ბრძ. №1049); გორი-ატენის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე ანდრიას სიგელი, გორი-ატენის ეპარქიის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის (2016), რევაზ ინანიშვილის სახელობის "ერთი მოთხრობის" კონკურსის გამარჯვებული, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის მადლობის სიგელი ქართულ-თურქულ კულტურულ ურთიერთობაში აქტიური მონაწილეობისათვის (2019), უკრაინის მეცნიერებათა აკდემიის საპატიო სიგელი საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის ინოვაციური სტრატეგიების განვითარების ხელშეწყობისა და საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის (2019). 2019-2023წწ. სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი; 2023 წლის 17 ოქტომბრიდან, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №15 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. პროზაიკოსი. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 

სადოქტორო დისერტაციის თემა -  "ქართლის სათავადოების ისტორიიდან (სამაჩაბლო)", დაიცვა 2005 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დედაენის საერთაშორისო სამეცნიერო ფონდი, წევრი (2015-)
  • კავკასიის უნივერსიტეტთა ასოციაციის სამეცნიერო საბჭო, წევრი (2015-)
  • საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკედემია, ვიცე-პრეზიდენტი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2023-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2023-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი , წევრი (2024-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, წევრი (2023-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2023-2024)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის კულტურის კომიტეტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2024-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2013-)
  • საქართველოს საპატრიარქოს მიერ შექმნილი ქართული სოფლების შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრი, წევრი (2018-)
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, დამოუკიდებელი ექსპერტი (2018-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი (იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით)
    ისტორიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის
  • 2019 - გორის საპატიო მოქალაქე
  • 2018 - ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემია (საქართველოს მწერალთა კავშირი)
  • 2015 - პავლე ინგოროყვას სახელობის პრემია ("ქართული ფენომენის აკადემია")
  • გიორგი ერისთავის სახელობის პრემია (საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის ორგანიზაცია)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: