შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ გიორგაძე![]()
ბიოგრაფიაცხოვრობდა და მოღვაწეობდა ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქ პიატიგორსკში. 1917 წელს ჩამოაყალიბა "ჩრდილოეთ კავკასიის ქართველთა საზოგადოება", რომლის წევრები იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქებში გადასახლებული ქართველები. საზოგადოებამ დააარსა წიგნთსაცავ-სამკითხველო, ჩამოაყალიბა დრამწრე, რომელიც პიატიგორსკსა და კისლოვოდსკში ქართულ წარმოდგენებს მართავდა, საქართველოში ქართულ თეატრსა და სხვადასხვა ქართული გამოცემის რედაქციას შემოწირულობით შეგროვილ ფულს უგზავნიდა, ავრცელებდა ქართულ პერიოდულ გამოცემებს და სხვ. საზოგადოების მიზანი იყო ქართული სკოლის დაარსება ჩრდილოეთ კავკასიის ქართველებისათვის. კონტრრევოლუციური შემოტევის დროს ეს საზოგადოება დაიხურა, წევრები 8 დღით დააპატიმრეს, განთავისუფლების შემდეგ ისინი საქართველოში დაბრუნდნენ. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.598 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |