The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ გიორგობიანი

Date of birth:1877  (148 years)
Date of death:19??
Category:Laborer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბარი, ონის რაიონი.

იყო 1894 წლის ნოემბერში ჩამოყალიბებული მარქსისტულ-რევოლუციური წრის კრების მონაწილე ("რევოლუციური მატიანე", 1925, №2 (12), გვ62). პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა 1898 წელს. მუშაობდა კარაპეტოვის ქარხანაში. 1901 წლის 22 აპრილს მონაწილეობა მიიღო საპირველმაისო დემონსტრაციაში (სალდათის ბაზარი), რის გამოც დააპატიმრეს და 6 თვით სასჯელს იხდიდა. 1902-1903წწ. მუშაობდა ხარაგაულის რკინიგზის სადგურში. აქ, მის სახლში იმართებოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის უჯრედის კრება. იოსებ გიორგობიანს ახლო კავშირი ჰქონდა ზესტაფონის, ჭიათურის, შორაპნის მუშებთან და რევოლუციონერებთან. თბილისში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ჯაბადარის სტამბაში, 1904 წელს აქტიურად მონაწილეობდა გაფიცვებში, რის გამოც დააპატიმრეს და 1906, 1909-1910 წლებში ციხეში იჯდა. უკანასკნელად დააპატიმრეს 1922 წელს, ხოლო 1923 წელს გადაასახლეს პერმის გუბერნიაში, შემდეგ თურქმენეთში (ნამაგანი). გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ტრამვაის ცენტრალურ სადგურში. ზეინკალი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.601


Share: