| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ გლურჯიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბერშუეთი, გორის რაიონი. სწავლობდა გორის სასულიერო სასწავლებელსა (იოსებ ჯუღაშვილთან ერთად) და თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1897 წლიდან მასწავლებლობდა სოფელ ბერშუეთში, ამავე დროს დაიწყო კულტურულ-საგანმანათლებლო და რევოლუციური მოღვაწეობა. პირველი რევოლუციის დროს (1905), გლეხებში ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას, ხელმძღვანელობდა სოფლის სახალხო სასამართლოს, ზრუნავდა წითელი რაზმების შედგენისათვის და სხვ. 1908-1909წწ. არალეგალურად ცხოვრობდა თბილისსა და სოფელ ხიდისთავში, იყო პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ. 1910-1914წწ. ცხინვალის რაიონის სოფელ ვანათში მასწავლებლობდა, 1915-1923წწ.- ყოფილი სიღნაღის მაზრის სოფელ ჩაილურში, სადაც გახსნა წერა-კითხვის უფასო სკოლა გლეხის ბავშვებისათვის. 1924 წელს დაინიშნა ბერშუეთის ოთხწლედის გამგე-მასწავლებლად. მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაშიც; 1939 წელს აირჩიეს გორის რაიონის საბჭოს დეპუტატად (მეორედ 1948 წელს), მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ სოფლის მასწავლებელთა თათბირში. 1940 წელს აირჩიეს საქართველოს სსრ დაწყებითი და საშუალო სკოლების მუშაკთა პროფკავშირის ცენტრალური კომიტეტის პლენუმის წევრად, 1944 წელს- ბერშუეთის სასოფლო საბჭოს აღმასკომის წევრად და სხვ. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.604 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

