The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან გოგნიაშვილი

დაბადების თარიღი:21 მარტი, 1907
გარდაცვ. თარიღი:19 სექტემბერი, 1938  (31 წლის ასაკში)
კატეგორია:ვეტერინარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სასწავლებელი 1926 წელს. 1927 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცხოველეობის ფაკულტეტზე, რომელიც 1929 წელს გამოეყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და შეუერთდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს. აღნიშნული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1931 წელს სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1931-1933წწ. სამეცნიერო-კვლევით მუშაობას აწარმოებდა ა/კ მეცხოველეობა-მესაქონლეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1936-1937წწ. უდაბნოს მეცხვარეობის საბჭოთა მეურნეობაში უფროს სპეციალისტად ყოფნის დროს მუშაობას ეწეოდა ჯიშიანი ცხვრის მოშენების საკითხებზე. სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში სხვადასხვა მიღწევებისათვის მიღებული ჰქონდა ჯილდოები.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.644

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: