Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ თურმანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1971 წელს. 1975 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიასა და 1978 წლიდან ს.-ს. ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში; სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1971 წლიდან; მის მიერ შექმნილი ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები სტილისტურ მრავალფეროვნებასთან ერთად მხატვრული ამოცანების, ჩანაფიქრის თავისებურებებისა და შესაბამისი სახვითი ხერხების მრავალწახნაგოვნებით გამოირჩევა: "შავი პირამიდა" (1973, კერძო კუთვნილება, შვეიცარია), "თეთრი ბორბალი" (1981, კერძო კუთვნილება, ნიუ-იორკი), "ბრმები" (1983, კერძო კუთვნილება, თბილისი), მონუმენტური პანოები "დედა ენა" (1985) და "სულხანსაბა ორბელიანი" (1997) (ორივე ყოფილი ს.-ს. ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტი, თბილისი), სივრცობრივი კომპოზიცია მეტალში "თავისუფლება" (1991-1993, გერმანია, ფრანკფურტი), სივრცობრივი, რელიეფური კომპოზიცია და კედლის მხატვრობა "ივერია – კერპთა მხარე" (1986, კერძო კუთვნილება, ბელგია, ლიეჟი); მისი ნამუშევრები ექსპონირებული იყო აშშ-ში, ესპანეთში, კანადაში, საფრანგეთში, ინგლისსა და სხვ. ქვეყნებში მოწყობილ გამოფენებზე; პროფესორი – 1989 წლიდან. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.128 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |