შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაულ თურმანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1972 წელს. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრაზე; 1996 წლიდან იყო ამავე კათედრის გამგე; 1996-2004წწ. პრორექტორი სამეცნიერო დარგში; 2011 წლიდან ხელმძღვანელობს მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიურ მიმართულებას; მისი სამეცნიერული კვლევის მიმართულებაა მიკროიარაღების ახალი კონსტრუქციების შექმნა, სალი შენადნობებისაგან პრეციზიული ბურღების, ფრეზებისა და სპეც. დანიშნულების მიკროიარაღების დამზადების ტექნოლოგიის პროცესები. დაამუშავა საჰაერო ხრახნების ახალი კონსტრუქციები, რომლებიც საშუალებას იძლევა ექსპლუატაციის პროცესში შეიცვალოს ხრახნის გეომეტრია. ხელმძღვანელობდა ადამიანის მენჯ-ბარძაყის სახსრისათვის საჭირო იმპლანტანტების სფერული ზედაპირის მიღების პროექტს და ოპტიმალური წყვილების შერჩევის ახალი ტექნოლოგიური პროცესის დანერგვას. მიღებული აქვს 32 პატენტი და საავტორო მოწმობა; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი: სამი მონოგრაფია, შვიდი სახელმძღვანელო. დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით. ინჟინერმექანიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1993). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.128; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.93 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |