Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალენტინა გაგუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლენინგრადი. დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობით 1962 წელს. 1963-1967წწ. იყო ლენინგრადის მთავარი გეოფიზიკური ობსერვატორიის ასპირანტი. 1967 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში ჯერ უმცროს, ხოლო 1972-1987წწ. უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1987 წლიდან საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისიის ენერგეტიკული რესურსების გამოყენების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი იყო. გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროს შეადგენდა რადიაციული ბალანსის და მისი მდგენელების ცვალებადობა სხვადასხვა კლიმატურ ზონაში როგორც სეზონურ, ისე ყოველთვიურ და ყოველდღიურ ინტერვალში; ატმოსფეროს სპექტრალური გამჭვირვალობა, რადიაციული ბალანსის ენერგეტიკული სპექტრი, ამიერკავკასიის ჰელიოენერგეტიკული რესურსები და სხვ. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დედამიწის სხვადასხვა კლიმატურ ზონაში რადიაციული ბალანსის დღეღამური სვლის თავისებურება", დაიცვა 1969 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.57
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |