The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერი გაგუა

მერი გაგუა
დაბადების თარიღი:1 ივნისი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის ტოპოგრაფიული ტექნიკუმი 1956 წელს.

მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის აეროგეოდეზიურ სამმართველოში რუკათშემდგენლად. 1955 წელს პარალელურად მუშაობდა ამიერკავკასიის გეოდეზიურ სამმართველოში, სადაც აწარმოებდა მაღალი კლასის ნიველირების სამუშაოებს. 1957 წელს ჩაირიცხა მოსკოვის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ინსტიტუტში, საიდანაც სწავლა გააგრძელა და წარმოებისაგან მოუწყვეტლივ 1964 წელს დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1959 წლიდან მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ინჟინერ-კარტოგრაფის თანამდებობაზე, 1973 წლიდან უფროს ინჟინერ-კარტოგრაფად, 1982 წლიდან უმცროს მეცნიერ თანამშრომელია, ხოლო 1990 წლიდან მეცნიერი თანამშრომელი. მონაწილეობას იღებდა საქართველოს კომპლექსური გეოგრაფიული ატლასიის შექმნაში (1964). გარკვეული წვლილი მიუძღვის ვახუშტი ბაგრატიონის ატლასის გამოსაცემი სამუშოების, კუბის ნაციონალური ატლასის, საქართველოს სასკოლო ატლასის, კურორტების ატლასის და სხვათა შედგენაში. მათ შორის, რამდენიმე რუკის თანაავტორია. "კოლხეთის დაბლობის" მონოგრაფიისა და კოლხეთის რეგიონალური ატლასისათვის თანაავტორობით შეადგინა 17 დასახელების რუკა და ავტორობით ბუნების დაცვის რუკა. შეადგინა და გამოცა (1989) კავკასიის ბუნების დაცვის რუკა (1:4000000) კავკასიის ტურისტული ატლასისათვის. 1986-1987წწ. მოსკოვის საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფიულ განყოფილებაში გადიოდა სტაჟირებას, სადაც აითვისა ბუნებრივი პირობების და ბუნების დაცვის კარტოგრაფირების მეთოდები, რომელსაც წარმატებით იყენებს თემატური რუკების შედგენაში. გარდა რუკების შედგენისა მას გამოქვეყნებული აქვს 11 სამეცნიერო ნაშრომი რესპუბლიკურ და უცხოეთის გამოცემებში. კარტოგრაფი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.58


გააზიარე: