Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო გოგოლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მატანი, (ყოფილი თიანეთის მაზრა), ახმეტის რაიონი. დაამთავრა თელავის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელი. მსახურობდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წიგნთსაცავსა და სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებაში; იმავე დროს სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობდა თელავის თეატრის სცენაზე გამართულ წარმოდგენებში, ლიტერატურულ საღამოებში, საქველმოქმედო-საზოგადო საქმიანობაში. მისი პირველი ლექსია "ახალ წელს"("სახალხო გაზეთი", 1911 წლის 4 იანვარი). თანამშრომლობდა ჟურნალებთან: "თეატრი და ცხოვრება", "სახალხო გაზეთი", "დროება", "ხმა კახეთისა", "ქართლი", "ლახტი" და სხვ. წერდა პიესებს, ნოველებს, მოთხრობებს, ლექსებს. მას ეკუთვნის პიესა "მკითხავი" იგივე "სიბნელის მსხვერპლი", რომელსაც შალვა დადიანმა რეცენზია მიუძღვნა ("სახალხო გაზეთი", 1911, №381), დრამა ოთხ მოქმედებად "თავისუფალი სიყვარული" (არ გამოქვეყნებულა), რომელიც თელავის თეატრის სცენაზე დადგა მიხეილ ქორელმა. მის მოთხრობას "არწივის ბუდე" (დაიბეჭდა "ჩვენი დროება", 1913, 6 თებერვალი, №32), გამოეხმაურა ვაჟა-ფშაველა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.651; ქალთა განათლების კერები თელავში / მარინე გოგბაიძე, გიორგი ჯავახიშვილი.- თბ., 2020.-გვ.49 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |